ყველაზე ადრეული ნიმუშია ძველი შუამთა, რომელიც კახეთში, თელავიდან 7 კმ-ზე, ტყეში მდებარეობს. ის აიგო V საუკუნეში. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, რომელთა შორის უძველესი - სწორედ V საუკუნეში აგებული სამ ნავიანი ბაზილიკაა. ასევე მოიცავს ჯვრის ფორმის
2 ეკლესიას. ორივე მათგანი რიყის ქვითაა აგებული. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ძეგლია სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა ბოლნისის სიონი. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში, მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის ტავზე მოთავსებულია წარწერა, რომლის მიხედვითაც 478-493 წლებში. მისმა ფასადებმა შემოგვინახეს საქართველოში არსებული უძველესი წარწერები. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული, XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს
დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს
და აღადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესიწარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით გადაწერილი ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი. ის ბოლნისის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს
და აღადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესიწარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით გადაწერილი ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი. ის ბოლნისის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
მდებარეობს ქართლში, ქალაქ გორში, სოფელ
წარწერა. რომლის მიხედვითაც, ეს ტაძარი აგებულია X საუკუნის დასაწისში, ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის მიერ, დედაქალაქის თბილისში გადმოტანისას. ეს ტაძარი ერთ საუკუნეში, შემოსევების შედეგად ძალიან დაზარალებულა, მისი აღდგენისას კი მის
მახლობლად აუგიათ კათოლიკოსისათვის რეზიდენცია. 1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა
ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შერჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.
ნეკრესი - მდებარეობს კახეთში, ახლანდელი ყვარლის რაიონში,
სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. ის დაარსა 13 ასურელ მამატაგან ერთ-ერთმა აბიბისმა VI საუკუნეში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ისტორიულ ძეგლს აერთიანებს. მისი მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს. ამ მონასტერს უკავშირდება ლეგენდა: ცნობილია, რომ მუსლიმანებს ღორები ეჯავრებათ. ამიტომ, შაჰ-აბასის შემოსევის დროს, მონასტერში ღორები გმოკეტეს სამი დღით. როდესაც თათრები ახალი ამდგრები იყვნენ, მიუსიეს. დამშეულ ღორებს ეგონათ საჭმელად მივყავართო და გაეკიდნენ. ეს ყოველივე შაჰ-აბასს მოახსენეს, მან კი ბრძანა, რომ მონასტრისთვის ალყა მოეხსნატ და იმ ადგილს აღარ გაკარებოდნენ. ნეკრესში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველი მღვდელმთავრები წერდნენ და თარგმნიდნენ წიგნებს. მათ შორის გამოირჩეოდნენ ნიკოლოზ ნეკრესელი, ივანე ჯორჯაძე, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი. ნეკრესის ეპარქია 1811 წელს გაუქმდა. მისი ბოლო ეპისკოპოსი იყო ამბროსი ნეკრესელი.
No comments:
Post a Comment